პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დემონსტრაციაზე მოხდა, სადაც ადგილობრივები ქაშმირისთვის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებიდან 1 წლის გასვლას აპროტესტებდნენ.
როგორც ცნობილია, უცნობმა პირმა აქციის მონაწილეებს ყუმბარა ესროლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სინდჰუდეშის რევოლუციურმა არმიამ აიღო.
შეგახსენებთ, გასული წლის 6 აგვისტოს ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონის სპეციალური სტატუსი გააუქმა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჰიმალაის მთებში მდებარე ქაშმირის რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მუდმივი დავისა და დაპირისპირების საგანია. ამჟამად ორივე ქვეყანა რეგიონის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"