ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემით ამ დროისთვის 17-მა საწარმომ ისარგებლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა.

მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და მათ შორის აღნიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა ორი წლის წინ ამოქმედდა, მაგრამ მაშინ ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა და ამ პროგრამაზე დიდი მოთხოვნა არ იყო, ახლა კი მოთხოვნა მზარდია.

„იცით, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც განახლებული ფორმატით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედდა და მეტად მორგებული გახდა პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე.

დღეის მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა 687-მდა სასტუმრომ. მთლიანობაში, 913-მა სასტუმრომ მოგვმართა და დაუმტკიცდათ მათ დახმარება. მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლითაც 17-მა საწარმომ ისარგებლა, რომელთა შორისაცაა სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვა. მოთხოვნა მზარდია. საწარმოების სესხის სუბსიდირების პროგრამით ბოლო ერთ თვეში 22-მა სასტუმრომ ისარგებლა. იპოთეკური სესხების დახმარებით სარგებლობა დღეის მონაცემებით 82-მა ადამიანმა შეძლო და ეს პროგრამები გრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?