ახალგაზრდობის სააგენტო თბილისიდან ბერლინის მიმართულებით დაგეგმილ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისიდან ბერლინის მიმართულებით მეორე ჩარტერული რეისი 11 აგვისტოს განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, განხორციელებული ჩარტერული რეისით სარგებლობას შეძლებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და გერმანიიდან აქვთ სამუშაო მოწვევა, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას.

კერძოდ, მგზავრი, რომელიც ჩარტერული რეისით სარგებლობას შეძლებს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოქმედი სტუდენტი და სამუშაო მიწვევა ან კონტრაქტი უნდა ჰქონდეს გერმანიიდან.

„საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროსი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდზე, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აგვისტო, ღამის 12:00 საათი.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, იგივე კრიტერიუმებით შერჩეული 165 სტუდენტი სპეციალური ჩარტერული რეისით, გერმანიაში უკვე გაემგზავრა. ჩარტერული რეისის განხორციელება საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის სახელმწიფო აეროპორტიდან გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

აღნიშნული რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო