ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წლის თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, სადაც მესამე ქვეყანა იყო ჩარეული. მესამე ქვეყანა რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა და აფხაზეთი დღესაც ჩვენი იქნებოდა. ახლა მთავარია მოლაპარაკების დაწყება თვითონ აფხაზებთან", - განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები კი ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად ორივე მხარეს ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასამდე ქართველი კი დევნილად იქცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?