ექიმის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ქალაქ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მისივე თქმით, დიაგნოზის დადგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ამჟამად სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი,“- აღნიშნა კალინიჩეკომ.

შეგახსენებთ, ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა. „დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა“, - დაწერა იარმიშმა „ტვიტერში“. მომდევნო პოსტში მან განმარტა, რომ რუსი პოლიტიკოსი კვლავ უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა