მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სხვა პირებთან ერთად, გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის კლასელებსაც დაკითხავს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სხვა პირებთან ერთად გამოძიება თამარის კლასელებსაც დაკითხავს.

„პროკურატურაში დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო დამატებით მოწმეების დაკითხვაზე. შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელიც დაკითხული იყო და დაუზუსტებლად არის განხორციელებული მათი დაკითხვები და ძალიან ბუნდოვანია მათ მიერ მიცემული ჩვენებები, მოხდება მათი დაკითხვა ხელმეორედ.

გარდა ამისა, იქნება ბევრი საგამოძიებო მოქმედება. მოხდება გამოკითხვა გარკვეული დამატებითი პირების. არიან პირები, ვინც უკვე მოძიებულები არიან ჩემს მიერ და ეს ადამიანებიც გამოიკითხებიან და თამუნას კლასელებიც დაიკითხებიან”,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლოს შემდეგ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს