სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნამდე მანქანას დაეჯახა

სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის, მზექალა არაბულის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანას შეეჯახა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

„მანქანას არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან, მეორე მანქანა არ გადავარდნილა“, - განაცხადა მზექალა არაბულმა „რუსთავი 2“-თან.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო