ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა.

ელენე ხოშტარიას თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

“საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის “პატრიოტთა ალიანსი”. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში “პატრიოტთა ალიანსი” იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ არის ორ ეპიზოდზე საუბარი: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით”, - განაცხადა ელენე ხოშტარია.

მისივე თქმით, რუსეთი ბევრ ქვეყანაში ცდილობს საარჩევნო პროცესებში ჩარევას და საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს.

“ეს რუსეთის მხრიდან ახალი არ არის. რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობს ჩაერიოს წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ქვეყნებში, რომელსაც ღირსეული მთავრობები ჰყავს, ამ საქმეზე მიდის ძალიან დეტალური გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში “ პატრიოტთა ალიანსთან”. შეგვიძლია კონკრეტული ფაქტი გავიხსენოთ - სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ გაცხადებული მათი კავშირი და ერთად მოქმედება და ბევრი სხვა ეპიზოდი. გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს. რუსეთის ამოცანაა ქვეყნის დესტაბილიზაცია, შუღლის გაღვივება და დასავლეთის დისკრედიტაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა