სააპელაციო საბჭომ შოთა რუსთაველის სახელობის ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი გუშინ, 25 აგვისტოს განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმიდან აცნობეს.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

„შ. რუსთაველის სახელობის სკოლა- ლიცეუმი 2007 წლიდან ფუნქციონირებდა და რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ სკოლად ითვლებოდა. ჩაღლარის ქსელის 2017 წლიდან არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი,“- აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლის დირექტორის, ნანა ყანჩაველის შეფასებით, სააპელაციო საბჭომ უსამართლო და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სკოლა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად საქართველოს მოქალაქე აზერბაჯანელი მოსწავლეები განათლებას ქართულ ენაზე იღებდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?