ენდრიუ ფოქსოლი - „ნოვიჩოკს“ მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთი

„ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ წევრის ენდრიუ ფოქსოლის განცხადებით, მომწამვლელი ნივთიერება ე.წ. ნოვიჩოკი რუსეთში მზადდება და მას ყოველთვის რუსეთი იყენებს ადამიანების თავიდან მოსაშორებლად. ფოქსოლის განცხადებას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

„ეს არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ნივთიერება. მას მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია. „ნოვიჩოკის“ გამოყენება აშკარა რუსული ხელწერაა და ეს ერთგვარი გზავნილიც არის, არა მხოლოდ რუსული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის“,- ამბობს ფოქსოლი.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„დასავლეთს სჭირდება დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ვფიქრობ, ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის დადასტურება, „ნორდ სტრიმ 2"-ის პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, - აცხადებს ენდრიუ ფოქსოლი „ამერიკის ხმასთან“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?