პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება დაიწყო

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება დაიწყო

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესიული ტესტირების დაწყების პროცესს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე რუსთავში მდებარე კოლეჯ „მოდუსში“ დაესწრნენ.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, კოლეჯ „მოდუსში“ გახსნილი საგამოცდო ცენტრის მსგავსად, 59-ვე ცენტრში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და აპლიკანტებს საშუალება აქვთ, კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე, საქართველოს ყველა რეგიონის 62 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების 435 პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად 12 000-ზე მეტი აპლიკანტი იბრძვის.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს