ამირან გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, რადგან ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია, თავი შევიკავოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში რამდენიმე დღის წინ გამართული ქორწილის შემდეგ ცაგერში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა და ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები ზუგდიდში და ქუთაისში ფიქსირდება.

„საყურადღებოა ცაგერის მუნიციპალიტეტის კლასტერი, რომელიც დაკავშირებული იყო რამდენიმე დღის წინ დიდ საქორწილო ღონისძიებასთან, რომელიც ჩატარდა თბილისში და იქიდან დღეს გვაქვს თვითონ ცაგერში 12 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 5 ამ საბედნიერო სუფრის მონაწილე იყო და დანარჩენი მასთან კონტაქტები. ეს კლასტერი ცაგერს გარეთაც გავიდა და ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები გვაქვს ქუთაისში და ზუგდიდში და ერთიანად ეს არის დაახლოებით 18 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ამ სადღესასწაულო ღონისძიებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია.

„დროებით თავი უნდა შევიკავოთ ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ასეთი დიდი ღონისძიებებიდან გვაქვს ჩამოყალიბებული შესაბამისი კლასტერული ჯგუფები. მე მესმის რთულია ადამიანებისთვის ამ ყველაფრის ახსნა, როდესაც ისინი ემზადებიან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, მაგრამ გთხოვთ უმორჩილესად, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია, შევიკავოთ თავი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა