„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, უარი განაცხადა

თბილისის პროკურატურა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატმა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ეკა ქობესაშვილმა დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაბარება გუშინდელ პრესკონფერენციაზე სატელიტის ფოტოების წყაროს გამჟღავნებას უკავშირდებოდა და გამომძიებლებს მისი გამოკითხვა სურდათ, რაზეც უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხებოდა.

„თავიდან სურდათ, რომ მოეხდინათ ჩემი გამოკითხვა, თუმცა უარი განვაცხადე. ავუხსენი, რომ მე ვარ ადვოკატი და შესაძლოა, დაცვის განხორციელებაში შემშლოდა ხელი, თუ მაინც მოინდომებდნენ, გამოკითხვის ჩატარებაზე მივუთითე, რომ უარს ვამბობდი გამოკითხვაზე და მაგისტრ მოსამართლესთან განიხილებოდა ეს საკითხი. ამასთან დაკავშირებით შეადგინეს ოქმი და გამესაუბრნენ. ძირითადი კითხვები იყო წყაროს დასახელება და მაქსიმალურად ცდილობდნენ თუკი რაიმე ვიცოდი მათთვის მეთქვა.

დღეს დამიდასტურეს, რომ ექსპერტიზა დანიშნულია და ფოტოების წარმომავლობის თაობაზე ყველა საგამოძიებო მოქმედება არის დაწყებული. მკითხეს ვენდობოდი, თუ არა ამ ფოტოებს, რაზეც ვუპასუხე, რომ სანამ საპირისპიროს არ დამიდებს საგამოძიებო ორგანო მე არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოებს,” - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მწყემსების მიერ უბნის ინსპექტორ ჯიმშერ აფციაურთან განხორციელებული ზარების სატელეფონო ამონაწერებიც იხილა, თუმცა ეს ფაქტი ძირითადი ინფორმაციის მომცემი არ ყოფილა.

,,გავეცანი ზარების დეტალურ ამონაწერს ნამდვილად ფიქსირდება მწყემსის მამისგან გამავალი ზარი უბნის ინსპექტორთან და შემდგომ შემომავალი ზარი. ეს ფაქტი არ არის ძირითადი ინფორმაციის მომცემი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მწყემსის შვილის ჩვენებაშია, რომ იპოვა მანქანა გამოიქცა, რომ მამისთვის დაეძახა და მამა უცბად გზაში შეეჩეხა. ვისაუბრეთ ამ ეჭვების თაობაზე, რაზეც გამოძიებამ მიპასუხა, რომ ყველა ვერსია გადამოწმდება და ჩვენს მიერ დასმული კითხვები იქნება დაკმაყოფილებული”, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა