თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - პროკურორებს კაბინეტში ვერ დავუჯდები - მათი მაკულატურის წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს პროკურატურაში გეგმავს მისვლას, შემდეგ კი, თეთრიწყაროს ტყესთან მისასვლელი გზების შესწავლას აპირებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები მათ არ წაყვებიან, უფლებადამცველები ადგილს დამოუკიდებლად შეისწავლიან.

„დღეს, 12:00 საათზე, პროკურატურაში მივდივარ, უნდა გავაცნოთ ყველაფერი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. წესით და კანონით, ჩვენთან ერთად ისინიც უნდა წამოვიდნენ. თუმცა, თუ არ წამოვლენ, ჩვენ მაინც მივიღებთ გადაწყვეტილებას. არა ერთი და ორ წუთი, არამედ ეს ადგილი კარგა ხანს უნდა ვამოწმოთ. ამ ყველაფერს ორგანიზება სჭირდება, ჩვენ სასეირნოდ არ მივდივართ. ვინ და რა დაგვხვდება, ვინ, რა პროვოკაციას მოგვიწყობს, ვინ აგენტებს გამომიგზავნის, ხომ ხვდებით, ახლა ყველაფერზე წამსვლელები არიან“,- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის საკალმახეებს თავიდანვე ეძებდა, თუმცა, ვერ მიაგნო. როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ადგილობრივებმა მას უთხეს, რომ „სწორ გზაზე დგას“.

„ადმირალის“ გარდა, მეორე საკალმახესაც ვეძებდი, მაგრამ ვერ მივაგენი. არ ვიცოდი ეს საკალმახე სად იყო. აღმოჩნდა, რომ კიდევ ყოფილა. ადგილზე რომ ვიყავით და ადგილობრივებს ვესაუბრებოდით, პირდაპირ მითხრეს, სწორ გზაზე დგახართო. ზუსტად ესაა ის გზა, რომელსაც თქვენ ეძებთო. ვიღაცამ კი არ მითხრა, იქაურმა ადგილობრივმა, ჭკვიანმა ადამიანებმა მითხრეს. პროკურორებს კაბინეტში ვერ დავუჯდები“,-აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოძიებო ორგანოს წამომადგენლები თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო გარდაცვალების ადგილზე გზების შესასწავლად არ გამოყვებიან, ადგილს უფლებადამცველები და მოხალისები შეისწავლიან.

„სხედან და ვიღაცებს კითხავენ, საქმესთან აბსოლუტურად არავითარი შემხებლობა რომ არ აქვთ. მათი მაკულატურის წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს“,- აცხადებს რამიშვილი.

მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ღამეს მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი არ იყო, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებენ.

„დიდი ხის წინ ვამბობდი, რომ შუქი გამორთეს, ამის ჩანაწერებიც კი გვაქვს, როგორ ამბობენ ადგილობრივები და თბილისიდან ჩასულები, რომ მთელი ღამის განმავლობაში შუქი გამორთული იყო, მობილური ტელეფონიც კი ვერ დავტენეთო. გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. მერე თქვეს, რომ შევარჩიეთ ადამიანები, ვისაც ჩვენებები ჩამოვართვით, რომ შუქი არ წასულაო. თუმცა, მათი შერჩევითობა ვიცი. მთელი სოფელი დაშინებული ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებს“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს