ლევან კობერიძე - უმრავლესობის წევრები საუბრობენ, რომ "ოცნება" ერთადერთი ევროპული ტიპის პარტიაა და ამ დროს რეალურად, საქმით პრორუსული მენტალობის პარტიაა

უმრავლესობის დეპუტატები დეკლარირებულად საუბრობენ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ევროპული ტიპის პარტია და ამ დროს რეალურად საქმით არის პრორუსული მენტალობის და შეხედულების პარტია,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ევროპარალმენტარების მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ლევან კობერიძის თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან კიდევ ერთხელ გაისმა მკაფიო მოწოდება, რომ 2020 წლის არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

"პირადად ჩემთვის, დემოკრატიული არჩევნები არის მაშინ, როდესაც ყველა პარტია, განსაკუთრებით პროპორციული სისტემისკენ გადახრილი, მედიაში საჯაროდ გამოდის, ერთმანეთთან აქვთ დებატები, თავიანთ პროგრამებს წარადგენენ და მიდის ჯანსაღი მსჯელობა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ამაზე "ქართული ოცნება" რეალურად უარს ამბობს, არცერთ დებატში არ იღებს მონაწილეობას. არათუ პოლიტკურ ოპონენტებთან დებატებში არ მონაწილეობს, არამედ უბრალოდ, ტელევიზიებსაც კი უარს ეუბნება. როგორც ჩანს, გარკვეულ ტელევიზიებში თავს კომფორტულად გრძნობენ, დანარჩენს კი იგნორს უკეთებენ. ისინი ამით იგნორს უკეთებენ არა კონკრეტულ ტელევიზიას, არამედ იმ მოსახლეობას,რომელიც ამ არხებს უყურებს. ვფიქრობ, ეს არის არადემოკრატიული და "ქართული ოცნების" ორგვაროვანი სახე,როდესაც დეკლარირებულად საუბრობენ დეპუტატები, რომ ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ევროპული ტიპის პარტია და ამ დროს რეალურად საქმით არის პრორუსული მენტალობის და შეხედულების პარტია",-განაცხადა კობერიძემ.

რაც შეეხება ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან პოლიტიკურ პატიმრებსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს, ლევან კობერიძის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მსგავსი ტიპის შეფასებები ისმის.

"ძალიან მწყდება გული და სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ისმის მსგავსი ტიპის შეფასებები ევროპარლამენტარების მხრიდან. სიმართლე გითხრათ, არ დავეძებ კონკრეტულად "ქართული ოცნების" ან ბიძინა ივანიშვილის იმიჯს, მაგრამ ეს მთლიანობაში ცუდად აისახება ქვეყანის იმიჯზე.როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ევროპელი კოლეგები უკვე ასე ხმამაღლა საუბრობენ ამ პრობლემაზე,მგონი დროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ ეს სიტყვები კარგად მოვისმინოთ,სწორად შევაფასოთ და არჩევნებში შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა