ანტონიო გუტერეში - კორონავირუსის ეპიდემია უკონტროლო რჩება

ეპიდემია უკონტროლო რჩება, მალე ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ვაქცინა პრობლემას ვერ გადაჭრის და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების გააქტიურება.

„მოდით, გარკვევით ვთქვათ : პანდემიაში პანაცეა არ არსებობს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.

ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანებს ვაქცინაციის სურვილი უნდა ჰქონდეთ, მან ისაუბრა "საგანგაშო ინფორმაციაზე“, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იკავებს ან უარს ამბობს ახალი კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე, მათი ეს დამოკიდებულება კი დეზინფორმაციის ზეგავლენითაა გამოწვეული.

”ამ ლეტალური დაავადების ფონზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ დეზინფორმაცია, რომელიც კლავს”, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მან კორონავირუსი დღევანდელ სამყაროს „ნომერ პირველ გლობალურ საფრთხედ შეაფასა“ და აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?