ამირან გამყრელიძე - საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება

საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

„ახალ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 2,63. მწვანე ზონაშია მთლიანად ქვეყანა, მწვანე ზონის ზღურბლი ჩვენთვის გახლავთ 5 და შემდეგ მოდის ყვითელი, უფრო საფრთხილო ზონა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ყველა არსებული რეკოენდაცია ძალაში რჩება.

„დღეს ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამოდენიმე დღის განმავლობაში და ამიტომ, ყველა რეკომენდაცია ძალაშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო "მწვანე ზონად" ითვლება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025