პროკურორი - თუ ადვოკატები ე.წ სატელიტის ფოტოებს დეტალურად დააკვირდებოდნენ, მარტივად მიხვდებიან, რომ ყალბი მტკიცებულებაა - ისინი უარს აცხადებენ, ამ მიმართულებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თუ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებს ძალიან დეტალურად დააკვირდებოდნენ, მარტივად დაადგენდნენ, რომ ისინი ყალბი მტკიცებულებაა.

მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ამ მიმართულებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.

მისი თქმით, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებულია.

„ადვოკატები, რომლებიც ამ საქმეზე ახორციელებენ ოჯახის ინტერესების დაცვას, საკმაოდ კვალიფიციურები არიან და ძალიან მარტივი დაკვირვების პროცესშიც კი შეამჩნევდნენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები არის მონტაჟის შედეგად მიღებული, ყალბი მტკიცებულებები. ამიტომ,მნიშვნელოვანია, როგორც გამოძიების, ასევე ოჯახის ადვოკატის მიერ მოპოვებულ ე.წ. მტკიცებულებებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა გვქონდეს. თუ საჯაროდ ვსაუბრობთ გამოძიების მერ მოპოვებული მტკიცებულებების კრიტიკულ შეფასებაზე, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ავთენტურობაზე და მათ მნიშვნელობაზე, ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ადვოკატი ძალიან დეტალურად დააკვირდებოდა მის მიერ მოპოვებულ ე.წ. მტკიცებულებას, ძალიან მარტივად დააიდენტიფიცირებდა იმ მოცემულობას, რომ ეს ყალბი მტკიცებულებაა.

ამასთან ერთად, ერთი სამწუხარო რეალობაა. მიუხედავად ამ მოცემულობებისა, დღემდე ადვოკატები უარს აცხადებენ, ამ მიმართულებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ყველას ინტერესია, როგორც საგამოძიებო უწყების, ასევე საზოგადოების, პირველ რიგში იმ ადვოკატების, რომლებიც ოჯახის ინტერესებს იცავენ. პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ იმ საკითხის გარკვევით დაინტერესებული, ვის მიერ მოხდა ამ მტკიცებულებების დამონტაჟება, რა მიზნით, რატომ შეიყვანეს ისინი შეცდომაში. მათი პოზიცია, რომელიც გულისხმობს ე.წ. წყაროს არგამხელას, გარკვეულწილად ბადებს კითხვებს მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა