რომან გოცირიძე მმართველ გუნდს - დაკარგა ფასი ლარმა და ბოლომდე გაუფასურდით თქვენც!

დაკარგა ფასი ლარმა და ბოლომდე გაუფასურდით თქვენც!- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილია და ეროვნული ვალუტა „ხელოვნურ სუნთქვაზეა“.

„ამ მთავრობამ ქვეყნის მართვა რომ არ იცის, ეს გაიგო ყველამ. თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქვეყანა, აჩვენებს ამ მთავრობის მართვის უნარს, მაგრამ ტელევიზორის პულტის მართვა ალბათ ეცოდინებათ და გადახვევის რეჟიმში დაყენებაც. ქალბატონო ნათია, გადაახვიეთ ერთი, სამი თვის წინ ამ დარბაზში ჩვენ მიერ თქვენდამი გაკეთებული გაფრთხილება და თქვენც გეხებათ ეს დეპუტატებს. გადაახვიეთ და ნახავთ, რომ გეუბნებოდით ეს პროგრამა ანტიკრიზისული კი არ არის, ეს პროგრამა ქვეყანას ჩააგდებს უკიდურეს კრიზისში. აი ამ მდგომარეობაში იმყოფება მთავრობის ხელშეწყობით ხალხი. 5 მლრდ, რომელიც გქონდათ ხელში და დრო, რომელიც ასევე არის ფული, რაში გამოიყენეთ ის პაუზა? ჯანდაცვის სექტორი იგივე მდგომარეობაშია, ეკონომიკური სექტორი დაქცეულია. სად წავიდა ეს ფული? წავიდა იმ ძველი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც ერთი თეთრითაც კი არ შეგიკვეციათ თქვენი ნებით, დარჩა კორუფციული და თქვენს ბიზნესზე მორგებული ხარჯები, შეიკვეცა ის, რომლის დახარჯვაც არ შეგეძლოთ: მივლინებები - ვერ მიდიხართ, ჩაკეტილია, წარმომადგენლობით ხარჯები - ვერ ქეიფობთ, სტუმარი არ ჩამოდის. ეს ბიუჯეტი არის თავი და თავი იმ უბედურებისა, რომელმაც გამოიწვია ლარის ჩამოშლა. ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა. დღეს ლარი არის მართვით სუნთქვაზე. მართვითი სუნთქვის აპარატი არის ეროვნული ბანკი, ჟანგბადი არის ის ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი ინტევენციების სახით იყენებს. სხვა მექანიზმები არ არსებობს. არც ინვესტიციები, არც რაიმე უნარი, რომ ბიუჯეტში ხარჯები შეკვეცოთ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვისა და მისი ბიზნეს ინტერესებთან.

მიექანება დაღმართში მანქანა, რომლის მძღოლი ვერ მართვას საჭეს და არ უმუშავებს მუხრუჭები, ერთადერთი მუხრუჭი, ეს არის ხელის მუხრუჭი - მოწევ, მაგრამ მოწყდება და ხრამში გადავარდება. 45 დღე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით. სხვა გამოსავალი არ არის, რომ მივიდეთ არჩევნების შედეგამდე და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გადავარჩინოთ ლარი, არ არის წუწუნის დრო, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები იფლანგება. იფლაგება კი არა, სხვა გამოსავალი რომ არ გაქვთ, სწორედ ეს არის უბედურება“,- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა