ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაციით ამ დროისთვის 211 308 მომხმარებელი სარგებლობს, მისი საშუალებით კი 27 ინფიცირებული გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის STOP COVID აპლიკაციით 211 308 მომხმარებელი სარგებლობს.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, ამ დროისთვის როგორია STOP COVID აპლიკაციით სარგებელობის შედეგები. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპლიკაციის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, 27 ინფიცირებული გამოვლინდა.

„აპლიკაცია ამჟამად გადმოწერილი აქვს ანდროიდის 128 559 და 82 749 iOS მომხმარებელს. Alert შეტყობინება 13 867 ადამიანს გაეგზავნა, აქედან ინფიცირება 27-ს დაუდასტურდა“, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია საქართველოში 16 აპრილს ამოქმედდა. ის ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი