სინდი მაკკეინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს

რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ქვრივმა, სინდი მაკკეინმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ჩემი ქმარი ჯონი ცხოვრობდა კანონით: ქვეყანა უპირველეს ყოვლისა. დიახ, ჩვენ რესპუბლიკელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელები ვართ. ამ ბრძოლაში ერთადერთი კანდიდატია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი, როგორც ერის ღირებულებებს და ეს ჯო ბაიდენია", - დაწერა "ტვიტერზე" სინდი მაკკეინმა.

"ჯო და მე გარკვეულ საკითხებზე ერთმანეთს ყოველთვის არ ვეთანხმებით, ვიცი, რომ მას და ჯონს რამდენიმე საკმაოდ მგზნებარე კამათიც ჰქონდათ, მაგრამ ის კარგი და პატიოსანი ადამიანია. ის ჩვენ ღირსებამდე მიგვიყვანს. ის იქნება სამხედრო მეთაური, რომელსაც ისტორიის საუკეთესო საბრძოლო ძალა შეიძლება ეყრდნობოდეს, რადგან მან იცის, რას ნიშნავს, როდესაც ომში საკუთარ შვილს გზავნი", - აღნიშნა მაკკეინმა.

ბაიდენმა საპასუხოდ "დატვიტა": "სინდი, შენი მხარდაჭერა და მეგობრობა ჩემთვის უდიდესი პატივია. ეს არჩევნები უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია. ეს არჩევნები ჩვენი ყველას გაერთიანებას მოითხოვს, როგორც ერთი ამერიკის, რათა ერის სული აღვადგინოთ. ერთად ამას შევძლებთ".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?