რომან გოცირიძე - რაც უფრო პარტნიორულად და მშვიდად ვიქნებით ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უფრო ტექნიკურად და ლამაზად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას”

რაც უფრო პარტნიორულად და მშვიდად ვიქნებით ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საარჩევნო კამპანიაში, მით უფრო ტექნიკურად და ლამაზად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის კინკლაობა „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა, გოცირიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლობის ეს მოდელი ოპოზიციამ არ გაიზიარა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ერთიანი სიის შესახებ, რამდენჯერმე ძალიან ხმამაღლა მიმართა ოპოზიციას, ოპოზიციის მხრიდან თანამშრომლობის ეს მოდელი არ იყო გაზიარებული. არ იყო და გავედით არჩევნებში სხვა ფორმატით, ვართ კონკურენტები და მომავალში, კოალიციურ ხელისუფლებაში ვიქნებით პარტნიორები. ეს არის ჩვენი მოქმედების მოდელი და მე არ ვაპირებ ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც კინკლაობის გაგრძელებას, რომელიც „ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. რაც უფრო პარტნიორულად და მშვიდად ვიქნებით ოპოზიციის წარმომადგენლები ამ საარჩევნო კამპანიაში, მით უფრო ტექნიკურად და ლამაზად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას”. არ უნდა მივცეს შანსი, რომ თუნდაც ეს კინკლაობები გამოიყენონ საერთო მიზნის საწინააღმდეგოდ”, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა