სერგი კაპანაძე - როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შანტაჟის ენით საუბარი, არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი

ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი, დაყვედრება და დამადლება არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე სალომე სამადაშვილის განცხადებას , რომელმაც "გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

კაპანაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე და არა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებსა და წამოძახებებზე.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა ასეთ გამოხტომაზე თუ კომენტარზე რეაგირება, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები, როგორ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ისე, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია, გაიმარჯვონ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა, ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა.

ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შანტაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების კომენტირებისაგან, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, რომ აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რა გეგმაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან, იმაზე გვინდა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც სხვა პოლიტიკოსს რა წამოაძახა ან რა დააყვედრა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება