ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ინტერვენციის მიუხედავად, მოლოდინები მართავს ლარის კურსს

ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებენ ექსპერტები და ოპოზიციონერები, რომლებიც რეფინანსირებას და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს პირდაპირ უკავშირებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, ლარის კურსს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მოლოდინები მართავს.

"რეფინანსირებას გააკეთებს თუ არა ეროვნული ბანკი, ეკონომიკას ვალუტაზე ექნება ის მოთხოვნა რა მოთხოვნაც აქვს. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფული მიაქვთ ბანკებს და დოლარებში არეზერვებენ. როცა ისინი რეფინანსირებას იღებენ ისინი იღებენ ამას ეკონომიკის დასაკრედიტებლად და არა დოლარების შესყიდვისთვის.

მსოფლიოში მეორე ტალღის ნიშნები შეინიშნება, საქართველოშიც არის გაცილებით მეტი ინფიცირებული დღეს, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ, შესაბამისად, ამან მოლოდინები გააუარესა და სწორედ ამიტომ, ინტერვენციის მიუხედავად, მოლოდინები მართავს კურსს, თუმცა, რეზერვები საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობით მიწოდოს უცხოური ვალუტა ბაზარს,"- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციაში მიუთითებენ, რომ რეფინანსირების სესხების მიწოდება და ბაზარზე უცხოური ვალუტის ერთდროულად გაყიდვა არასწორი ნაბიჯია. რომან გოცირიძის თქმით, ამის მიზეზი ან არაკომპეტენტურობაა ან ამის უკან გარკვეული ინტერესები დგას.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს