დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილის 35-წუთიან სიტყვაში ისეთი ვერაფერი მოვისმინე, სადღაც მაინც ჩამეთვალა, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი

ბიძინა ივანიშვილის 35-წუთიან სიტყვაში ისეთი ვერაფერი მოვისმინე, სადღაც მაინც ჩამეთვალა, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არა ლიდერის, არამედ დაღლილი ადამიანის სიტყვა იყო, რომელიც პოლიტიკაში ყოფნით დაღალა.

„მივიჩნევ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტოვებს „ოცნებას“, იქცევა სწორად და ეს ხალხის გვერდში დგომას ნიშნავს.

ივანიშვილის გამოსვლა არ იყო ლიდერის გამოსვლა, ეს იყო დაღლილი ადამიანის სიტყვა, რომელიც დაიღალა პოლიტიკაში ყოფნით და ეძებს გასასვლელს, თან ისე, რომ მაქსიმალურად არ დაზიანდეს.

შესაბამისად, არც პროგრამა მოგვისმენია. ეს იყო საკუთარი ნამოქმედარის შემაჯამებელი სიტყვა, ისევ მხოლოდ წინა ხელისუფლების დანაშაულები და არანაირი პერსპექტივა, არანაირი სიახლის შეთავაზება.

სცენაზე კი, ბევრი თვითკმაყოფილი ჩინოვნიკი ვიხილეთ. მათ შორის, ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც სწორედ იმ 9 წლის უსამართლობის შემოქმედი იყო. როდესაც ვიღაცის ბიზნესის ტერორზე საუბრობს ივანიშვილი, თუნდაც ნათია თურნავა იყო ისეთი კომპანიის დირექტორი, რომელმაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კომპანია დააზარალა და დაატერორა, ასე რომ, ეს ხალხი როცა ზურგს გიმაგრებს, იმ წარსულზე ნამდვილად არ უნდა ილაპარაკო.

არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლარი ისეთივეა როგორც 9 და 10 წლის წინ. ბევრად დასუსტებულია და შესაბამისად, ის გაორმაგებული თანხები, არაფერ სიკეთეს არ იძლევა,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა