გიორგი კანდელაკი - „ოცნების” განცხადება, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანენ, ივანიშვილის  დაპირებას მაგონებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმებში ჩადებდა ფულს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მზად იქნება 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანოს.

გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ ეს განცხადება გავს ბიძინა ივანიშვილს შარშანდელ განცხადებას, რომ წყალტუბოს სანატორიუმში ჩადებდა ფულს.

კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ ამაზე წლებია საუბრობს, თუმცა მთავრობა უარზეა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ მომავალი კოალიციური მთავრობა, სადაც მთავარ როლს „ევროპული საქართველო“ შეასრულებს, ამ განაცხადს აუცილებლად შეიტანს.

„ქართული ოცნების“ განცხადება, რომ 2024 წლისთვის შეიტანენ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, მაგონებს ბიძინა ივანიშვილის შარშანდელ განცხადებას, რომ წყალტუბოს სანატორიუმებში ჩადებდა ფულს, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი არ გაუკეთებია.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის აუცილებლობაზე „ევროპული საქართველო“ წლებია საუბრობს, მაგრამ უარზეა მთავრობა. ამ განაცხადს აუცილებლად შეიტანს მომავალი, კოალიციური მთავრობა, რომელშიც წამყვან როლს სწორედ „ევროპული საქართველო“ შეასრულებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა