გრიგოლ ვაშაძე - როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“

როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ სადამსჯელო ორგანიზაციაა და მას ძალადობის წინააღმდეგ მოწოდების უფლება არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების მხოლოდ ორი აბზაცი წავიკითხე, რადგან მისი არც ინტერვიუების წაკითხვის თავი მაქვს და არც განცხადებების. ბოლნისში, მარნეულში, თბილისში, სადაც ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს მისი ზონდერები სცემენ, ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო? ვის ეუბნება ძალადობას არ აჰყვეს? ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია? მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება მის მყარ რეიტინგებს, როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა მას. 31 ოქტომბერს გასცმეს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდებისა და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისნაირ ადამიანს საპყრობილეში აგდებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს- რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრები. "მათ ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ. რაზე უნდა მიხვიდე, 8 წლის შიმშილზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ქვეყნის ძარცვაზე უნდა ელაპარაკო? და მეორეც თამარ ჟვანიას ხელმძღვანალეობით აპირებენ არჩევნების გაყალბებას. „ქართული ოცნება“ პატიოსან არჩევნებში ვერ მოიგებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს