სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ“ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით თანამშრომლობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

„ტრეფიკინგი გლობალური დანაშაულია და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მსხვერპლების დახმარების ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, სააგენტო ცდილობს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორის მხარდაჭერით გააფართოვოს მოქმედების არეალი, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, საინფორმაციო კამპანიების წარმართვით და მასალების გავრცელებით და ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტს.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მუდმივად შეჰქონდა აქტიური წვლილი საქართველოს ეროვნული რეფერირების მექანიზმში ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. მაგალითად, 2020 წელს IOM-მა ტრეფიკინგის სავარაუდო სამი მსხვერპლი გადაამისამართა სააგენტოსთან. სამივე მათგანი იყო წარმოშობით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. IOM კვლავაც გააგრძელებს სააგენტოსთან შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას და იმედოვნებს მიგრანტი ბავშვების დაცვის მიმართულებით საქმიანობის/ხედვის გაფართოებას“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს