ლადო მირიანაშვილი - 1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც

1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები არის დამაჯერებლად არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში 300 მეტრით მაინც,- ამის შესახებ ისტორიკოსმა ლადო მირიანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. თუმცა, როგორც ლადო მირიანაშვილი აცხადებს, მეცნიერი საკუთარი ცოდნის ფარგლებში ეწევა სამუშაოს და ყველა ექსპერტს თავისი შეხედულება აქვს, ამიტომ „გამოკიდება, რომ მათ რატომ არ გამოიყენეს და მათი არგუმენტები რატომ არის სხვებისთვის მიუღებელი, არასწორი მიდგომაა.“

„500 000-იან რუკაზე ცოტა რთული გასარკვევია, ძალიან წვრილი მასშტაბია, 1 სანტიმეტრში არის 5 კილომეტრი და იმის გამო, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები მდებარეობს უშუალოდ საზღვრის ხაზთან, ძალიან ძნელია 500 000-იანით გამიჯვნა. რაც შეეხება 200 000-იან რუკას, 1938 წლის რუკაზე ვლაპარაკობ, რადგან 200 000-იანი რუკები სხვა პერიოდის რუკებიც არის და ამ 1938 წლის 200 000-იან რუკაზე დამაჯერებლად უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში 300 მეტრით მაინც,“- განაცხადა მირიანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა შეცდომები შეიძლებოდა ყოფილიყო 200 000-იან რუკაზე, მაინც სჯობდა, კარტოგრაფებს ეს რუკაც გამოეყენებინათ.

„პირველ რიგში რაც მე გადაცდომა მგონია ამ კარტოგრაფთა საქმეში მათ ნებისმიერ შემთხვევაში, გინდა ეჭვი ჰქონოდათ იმაზე, რომ ამ რუკაზე იყო გარკვეული შეცდომები გარკვეულ მონაკვეთებზე, ეს რუკა უნდა გამოგვეყენებინა და რაც შეეხება, ზოგიერთი ადამიანის ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ რუკაზე არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო არ არის, ჩემთვის მაგალითად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, გაცილებით უფრო ღირებულია დავით-გარეჯის მონასტრების დარჩენა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ვიდრე სიტყვაზე ერთი- ორი სხვა მონაკვეთის დაკარგვა. ცხადია, მნიშვნელობა აქვს ეს მონაკვეთები რა ფართობის არის, მაგრამ ერთი ორთან , ერთი სამთანაც კი მე მომხრე ვიქნებოდი, რომ ის ტერიტორია დაგვეკარგა და მის ნაცვლად დაგვრჩენოდა დავით გარეჯი,“- განაცხადა ლადო მირიანაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში