შს სამინისტროს თანამშრომლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის გამოკვლევები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები და კონსულტაციები უტარდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ღონისძიებების ჩატარება.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები უტარდებათ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მომუშავე პოლიციელებს და მათი ოჯახის წევრებს.

„კვლევებს აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მობილური ჯგუფები ატარებენ.

კარდიოლოგიის ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები 2 წლის განმავლობაში ჩაიტარა 3000-მდე ადამიანმა - დედაქალაქსა და რეგიონებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?