მიხეილ ჩხენკელი - ვანის მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, ვანის განახლებული მუზეუმი დამთვალიერებელს ორი თვის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცელდა ვანის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. მინდა, საზოგადოებას მივულოცო ვანის მუზეუმის გახსნა. ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე.

„მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტალაციების გამოყენებით დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება