თამარ ჟვანიას განცხადებით, 2252 საარჩევნო უბანზე დათვლილია პროპორციული არჩევნების შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 2252 საარჩევნო უბანზე დათვლილია პროპორციული არჩევნების შედეგები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, დაახლოებით 42%-მდე უბნების შედეგები კიდევ დაითვლება და დაემატება.

„რაც შეეხება შედეგებს, ის მონაცემები, რომელიც სულ პირველად, როგორც საწყისი, პირველადი მონაცემები მიეწოდა ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან ამ მიმართულებით ყოველთვის მოლოდინი არის მაღალი, იყო 1085 უბანზე. მაშინვე აღვნიშნე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც დედაქალაქის, ისევე დიდი ქალაქის ძალიან ბევრი საუბნო მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ იყო ცესკო-ში, მნიშვნელოვნად მოხდებოდა წინასწარი შედეგების ცვლილება და თავიდანვე მივაწოდე ეს ინფორმაცია დაინტერსებულ მხარებს. ახლა უკვე გვაქვს განსხვავებული მონაცემები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ შეიცვლება, ვინაიდან კიდევ მიმდინარეობს საუბნო, შემაჯამებელი ოქმების დამუშავება.

2252 საარჩევნო უბანზე, სადაც დათვლილია პროპორციული არჩევნების შედეგები, ჯამში 3847 უბნიდან ეს უბნების რაოდენობა გახლავთ 58.54%. დაახლოებით 42%-მდე უბნების შედეგები კიდევ დაითვლება და დაემატება.

შესაბამისად, 322052 უბნის მიხედვით, წინასწარი შედეგები შემდეგია:

„ნომერი 2- ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-„ევროპული საქართველო“-მოძრაობა თავისუფლებისთვის“-3,77%.

ნომერი 3- ნინო ბურჯანაძე „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“-0,84%.

ნომერი 4- დავით ჭიჭინაძე-„ტრიბუნა“, „ქდმ“.0,57%.

ნომერი 5-საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია- 25.94%.

ნომერი 8-დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-„პატრიოტთა ალიანსი“-3,26%.

ნომერი 10-შალვა ნათელაშვილი- „ლეიბორისტული პარტია“-1,03%.

ნომერი 24-ალეკლო ელისაშვილი „მოქალაქეები-1,34%.

ნომერი 27 საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“-3,1%.

ნომერი 36- „გირჩი-2,87%.

ნომერი 41-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-49.32%.

ნომერი 56- „ლელო“- მამუკა ხაზარაძე-3,16%.

თამარ ჟვანია კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ესენი ის სარჩევნო სუბიექტები არიან, რომელთა შედეგებიც 2252 შემაჯამებლი ოქმის მიხედვით არის 0,5%-ზე მეტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო