ბექა დავითულიანის განცხადებით, obozrevatel.com-ის ჩანაწერებით გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სიის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, obozrevatel.com-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებით გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ფხიზლად და ობიექტურად აფასებს როგორც საკუთარ, ასევე „ქართული ოცნების“ რეალურ მდგომარეობას. როგორც დავითულიანმა განაცხადა, ჩანაწერში ოპიზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისთვის დესტაბილიზაციის წყაროა, ხოლო „ქართული ოცნება“ თავისი განახლებული გუნდით დასავლეთის მხარდაჭერის მქონე.

„სანიკიძის და ალასანიას ჩანაწერში სიახლე არაფერი ყოფილა. გადა იმისა, რომ ახალი აქტორი შეემატათ გუბაზ სანიკიძის სახით, ამ რევულუციურ სცენარებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და ახალი არაფერია ამაში ჩემთვის. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, იქ სალომე სამადაშვილის კომენტარით რამდენადაც მივხვდი, ავთენტურობაზე კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, ფაქტობრივად დაადასტურა მისი ავთენტურობა. იქ სიახლე ის არის, რომ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ფხიზლად და ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას. ასევე ფხიზლად და ობიექტურად აფასებს „ქართული ოცნების“ რეალურ მდგომარეობას. ხალხის და დასავლეთის მხარდაჭერას „ქართული ოცნებისადმი“, თვითონვე ამბობენ ამ ჩანაწერში, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისთვის „პერსონა ნონ გრატა“ და დესტაბილიზაციის წყაროა საქართველოში. ხოლო „ქართული ოცნება“ თავისი განახლებული გუნდით არის დასავლეთის მხარდაჭერის მქონე, ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობის გარანტი. ამას ამბობენ თავისი პირით და თან ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, დაუჭირეს მხარიო, იმიტომ, რომ ჩვენს გუნდს შეხედეთ და შეხედეთ მათ გუნდსო. შეფასებებში, გაგიკვირდებათ და ვეთანხმებით“,- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო