თამარ კეკენაძე - დღეს რუსთაველზე მოსვლით ვიცავთ ერთმანეთის მომავალს

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები" საერთო ოპოზიციურ პროტესტს უერთდება, რომელიც დღეს, 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განცხადებით, დღეს რუსთაველზე მოსვლით, ჩვენ ყველანი ერთმანეთის მომავალს ვიცავთ.

„თავისუფალი დემოკრატები“ არ ვაპირებთ შევეგუოთ თამაშის იმ წესებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთაზა. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება გამოხატონ საკუთარი ნება.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს არის რთული პროცესი და საჭიროა სიმყარის შენარჩუნება. არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს და მშვიდობიანად, თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ.

აუცილებელია აქციებზე ყველამ დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ როგორც ჩვენი ხმების, ასევე ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვას“, - აცხადებს კეკენაძე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა