დავით ბაქრაძე - ყველა ის რეჟიმი, რომელიც იპარავს არჩევნებს და იყენებს ძალას კანონიერი პროტესტის წინააღმდეგ, არის ლუკაშენკოს ტიპის რეჟიმი და „ლუკაშენკოები“ ცუდად ამთავრებენ

გაყალბებული არჩევნებით, წყლით, გაზით და პოლიციით აპირებენ ხალხის მართვას? ვერ მართავენ, ჩამოშლილია ეს ხელისუფლება, ჩამორღვეულია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, „ხელისუფლება, რომელიც აყალბებს არჩევნებს და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ძალას, დაამთავრებს თავის არსებობას სწრაფად და ცუდად“,

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ ივანიშვილს და „ოცნებას“ ამ ქვეყნის დანგრევის და ადამიანების დაზიანების საშუალება. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე და ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არაფერს აშავებდა ეს ხალხი. ჩვენ მოგვეთხოვება ორგანიზებულობა, სიმშვიდე, კანონის დაცვა. ჩვენი აქციები არის მართალი და ადამიანებს ვერ დააშინებენ, გაგრძელდება ბოლომდე. ყველა ის რეჟიმი, რომელიც იპარავს არჩევნებს, რომელიც იყენებს ძალას კანონიერი პროტესტის წინააღმდეგ, არის ლუკაშენკოს ტიპის რეჟიმი და „ლუკაშენკოები“ ცუდად ამთავრებენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა არ დაზიანდეს და ამათ, ვისაც საკუთარი სკამის იქით არაფერი აინტერესებს და ნებისმიერ ფასად ეკიდება თავის სკამს, არ მივცეთ ქვეყნის დაზიანების და დანგრევის საშუალება. ხელისუფლება, რომელიც აყალბებს არჩევნებს და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს ძალას, დაამთავრებს თავის არსებობას სწრაფად და ცუდად. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში სიმშვიდე, არ მივცეთ ივანიშვილს ამ ქვეყნის დანგრევის და დაპირისპირების საშუალება, ამიტომ მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას. სიმართლე არის ხალხის მხარეს, ხალხი ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ქვეყანაში ნორმალიზაციას და ამას ხელისუფლება უპირისპირებს პოლიციის ძალას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს