თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალეკო ელისაშვილს - შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?

შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა.

ბექა მჭედლიშვილის განცხადებით, ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელი და კომფორტული გადაადგილების საშუალება სჭირდება და ეს ყველას უნდა ესმოდეს. მისივე თქმით, შეიარაღების მიმართულებითაც წელს, სამინისტრომ იმდენი გააკეთა, რაც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა.

„ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო... ჯერ ერთი ის უნდა გესმოდეს, რომ ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელიც სჭირდებათ და კომფორტული გადაადგილების საშუალებაც და კი, ფორმებიც ახალი აქვთ ჯარისკაცებს, ფეხსაცმელებიც, საკვებიც საუკეთესო, დაზღვევაც, გადაადგილების საშუალებებიც კომფორტული.

შეიარაღებას რაც შეეხება, რაც წლებია არ გაკეთებულა, წელს გაკეთდა, საჰაერო თავდაცვა, ავიაციის აღდგენა, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ახალი პარტია ჯაველინები, მთელ ჯარს ახალი M4-ები, დელტას წარმოებული 40 ერთეული საბრძოლო მანქანა, რომელიც ჯარს გადაეცა, ათასობით ჭურვი, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ... და ყველაფერი ექნება ჯარს, რაც სჭირდება და არასოდეს არ ქონია!

მეორე, წინ რომ ადამიანი გიზის, რომლის პოლიტიკურმა პარტნიორმა და დამფინანსებელმა ჯარი გააღატაკა და გაძარცვა და შენ ამ აბსოლუტურად სულელური ჭორაობისთვის გცალია, იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში წინ ვინც გიზის იმას გაეჯგიმო და პასუხი მოსთხოვო და არა ეკრანიდან "ივაჟკაცო", გეტყობა, როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა. თუმცა კაცს ბარამიძე რომ ხმას გაგაწყვეტინებს პირდაპირ ეთერში, რა უნდა მოგთხოვო, მაგრამ მაინც.

და მესამე, არ მგონია არ იცნობდე მოქმედი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კაცს მაინც, ხოდა ჰკითხე შენს სულელურ ბოდვაზე რას ფიქრობენ და რას გიპასუხებენ, არ გამოგვაპარო, ეთერიდან გვამცნე,“- ნათქვამია ბექა მჭედლიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც თავდაცვის მინისტრი იმისთვის გააკრიტიკა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების პარალელურად ის სამარშრუტო ტაქსების შეძენითაა დაკავებული.

„ყველაზე არაადეკვატური თუ ვინმეა დედამიწაზე არის ეს კაცი - ღარიბაშვილი! ყარაბაღის ომის ფონზე, როდესაც აზერბაიჯანმა თურქული, ებრაული და საკუთარი წარმოების დრონებით მოიგო კონფლიქტი - ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რისი შესყიდვითაა დაკავებული??? ღარიბაშვილმა იყიდა „მარშუტკები“ და მათი პრეზენტაცია გამართა! უეჭველი „ფეიკია“ და ვინმე დასცინის-თქო, თავიდან ვიფიქრე, მაგრამ ნამდვილად ასეა - „მარშუტკები“ იყიდა! ჰაი, დედასა! მტერმა ჩვენზე თავდასხმა არ გაბედოს, თორე რომ გავეკიდებით „მარშუტკებით“, სულ კუდით ქვას ვასროლინებთ!“- ნათქვამია ელისაშვილის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის