ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ დატოვა გედევან ფოფხაძემ პარტია

„ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ დატოვა მისი პარტია გედევან ფოფხაძემ.

როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად ფოფხაძემ მიიღო. ამასთან, გოგიჩაიშვილი ფაქტს ფოფხაძის ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირებს.

გედევან ფოფხაძის არჩევანია. გედიმ ასე გადაწყვიტა, ის ფიქრობს, რომ იქ უნდა იყოს. როდესაც მიდიხარ და იქ დგახარ, პარტიის სახელით ვერ იქნები.

ლევან თარხნიშვილთან ერთად ვერსად ვერ დავდგები და ვერაფერს გავაპროტესტებ. უნამუსო უნდა ვიყო, რომ ლევან თარხნიშვილთან ერთად ვაკრიტიკო თამარ ჟვანია იმიტომ, რომ მგონია, ლევან თარხნიშვილი რომ არ დაისაჯა თავის დროზე, თამარ ჟვანიამ იმიტომ მისცა თავს ამის გაკეთების უფლება. რომ ჰქონოდა მაგალითი, როგორ გაუშვეს ლევან თარხნიშვილი გლდანის ციხეში გაყალბების გამო, შეიძლება, ამაზე ხელი აღარ მოეწონა.

გედევან ფოფხაძესთან ურთიერთობა დღესაც მაქვს. ეს მისი არჩევანია. ამის გამო არასდროს გავუბრაზდები, არაა ეს პრობლემა. მჯერა ადამიანების თავისუფლების. ვცემ იმ ადამიანებს პატივს, ვინც საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა