წვივის კუნთების უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნის დროს, ისინი ვენებს გულის მიმართულებით სისხლის გადასროლაში ვეღარ ეხმარებიან. შედეგად, ვენებში სისხლი გუბდება, იზრდება ზეწოლა სარქველებზე და ვითარდება ვარიკოზი. დაავადების სიმპტომებია: გაგანიერებული ვენები, კიდურებში ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება, ფეხების კანის ფერის შეცვლა და შესიება.
ვარიკოზის მოვლის რა საშუალებებს გვთავაზობს ახალი ხედვა?
სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და მრავალფეროვანი არჩევანის ვარიკოზის მოვლის საშუალებებს. კომპანია 2012 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით 16 ორთოპედიული მაღაზია აქვს, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში. პროდუქციის შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ. სასურველ ნივთს საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს ვადაში მიიღებთ.
თუ ვარიკოზი გაწუხებთ, არ ინერვიულოთ და გახსოვდეთ - გამოსავალი არსებობს. კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, წაიკითხოთ ხშირად დასმული კითხვები ვარიკოზის შესახებ, რომელზეც პასუხები კომპეტენტურმა ექიმებმა გასცეს. რაც შეეხება მკურნალობასა და პროფილაქტიკას, აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური კომპრესიული წინდები, რომლებიც ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას, აქრობენ სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და ამცირებენ შეშუპებას. მოდით, განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი:
- ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდა (პირველი კლასის კომპრესია) - ხელმისაწვდომია როგორც დაბალყელიანი, ასევე მაღალყელიანი წინდა, კოლგოტი და საორსულო კოლგოტი. ხელს უშლის ვარიკოზის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ვენების კომპრესიას დაავადების საწყის სტადიაზე. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. იდეალურია მათთვის, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ და ფეხებში სიმძიმეს გრძნობენ. ხშირად ინიშნება ორსულობის პერიოდშიც.
- ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდა (მეორე კლასის კომპრესია) - ხელმისაწვდომია როგორც დაბალყელიანი, ასევე მაღალყელიანი წინდა, კოლგოტი და საორსულო კოლგოტი. უზრუნველყოფს ვენების კომპრესიას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, გამოიყენება საშუალო ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ და მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს. განკუთვნილია ორსულებისთვისაც.
- ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდა (მესამე კლასის კომპრესია) - ხელმისაწვდომია როგორც დაბალყელიანი, ასევე მაღალყელიანი წინდა, კოლგოტი და საორსულო კოლგოტი. სამკურნალო დანიშნულებისაა და მას ქრონიკული ვენური უკმარისობის, ატროფიისა და დერმატოსკლეროზის დროს იყენებენ. უზრუნველყოფს ვენების კომპრესიას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. განკუთვნილია ორსულებისთვისაც.
- ანტითრომბოემბოლიური წინდა - მაღალყელიანი და დაბალყელიანი. ახდენს თრომბოზის პროფილაქტიკას პოსტოპერაციულ პერიოდში. ტერფის არეში არსებული ღია უბანი საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს კანის მდგომარეობა და კიდურში სისხლის მიმოქცევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
(R)