ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - კოვიდ 19-ის წყაროს დასადგენად ყველაფერს გავაკეთებთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის წყარო დაადგინონ, რაც მომავალი ეპიდემიების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

”გვინდა ვიცოდეთ სათავე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსის წარმოშობა დავადგინოთ”, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი „საიდუმლოს ფსკერზე ჩასვლაა“ და კრიტიკოსებს, რომლებიც ორგანიზაციას გამოძიების სადავეების ჩინეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ, მოუწოდებს, საკითხის "პოლიტიზირება" შეწყვიტონ.

”ჯანმო- ს პოზიცია ძალიან, ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის წარმოშობა, რადგან ეს მომავალი ეპიდემიების პრევენციაში დაგვეხმარება”, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის, მათ შორის ეპიდემიოლოგების და ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტების, ჩინეთში გასაგზავნად, რამდენიმე თვეა მუშაობს. მათი მიზანია დაადგინონ, როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსის პანდემია ცხოველებში და როგორ გადავიდა ვირუსი ადამიანებზე.

მეცნიერებს თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ახალი კორონავირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლა ქალაქ უხანში მდებარე გარეული ცხოველების ბაზრობასთან იყო დაკავშირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა