ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო „პისიარი“ - 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო „პისიარის“ შესყიდვის ღირებულება 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც სახელმწიფოს მიერ ანტიგენის და „პისიარ“ ტესტების შეძენისთვის გამოყოფილ თანხებზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, „პისიარ“ ტესტის შესყიდვის ღირებულება გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა.

„ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ყიდვა ქვეყანას უჯდება 5-დან 6 დოლარამდე, ხოლო „პისიარის“ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო. გაზაფხულზე, როდესაც ძნელი იყო მათი ხელმისაწვდომობა, მათი ფასი მაღალი იყო, დღეს მათი ფასი შედარებით ნაკლებია, საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ მათი შესყიდვის ფასი, სადღაც 12-18 დოლარის ფარგლებში. ეს არის შესასყიდი ფასი, იმ „პისიარს“ ექსტრაქცია სჭირდება, სადღაც 20-25 დოლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს ფასი. ხდება კიდევ გადახდა ე.წ. მომსახურების ფასის ლაბორატორიები ვინც ამას აწარმოებენ თავისი სახარჯი მასალებით, აღჭურვილობით და ასე შემდეგ.

მოგეხსენებათ, დღეს „პისიარის“ ჩატარების სახელმწიფო ტარიფი, რომელსაც ლაბორატორიებს ვუხდით, თუ არ ვცდები რეაქტივის ჩათვლით უნდა იყოს 120 ლარამდე“,-განაცხადა გამყრელიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს