ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები

ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს პარტიებმა საჯაროდ უნდა ისაუბრონ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

“ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი აქამდე არ იყო და ახლა უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები ოპოზიციაში. ანუ თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ. უნდა ვთქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად იგივე წერტილს დაუბრუნდა.

თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს უნდა გავარკვიოთ და უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე როგორი იქნება საქართველოს მომავალი კრიზისში, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი არ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან. ჩემთვის არ დასრულებულა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს არასდროს არ აქვს ალტერნატივა, ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს არ ვიქნები”, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!