მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რატომ არ იხსნება ბაზრობები შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ იხსნება ბაზრობები შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ბაზრობებზე ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის.

„პირველ ეტაპზე, როდესაც 28 ნოემბერს შეზღუდვები გამოვაცხადეთ, ამ შეზღუდვების გეგმა გულისხმობდა პერიოდს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე, თუმცა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლიდთ შეზღუდვების შემსუბუქებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, დაგეგმილი გვქონდა შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქცინიორება ვერ იქნება დაშვებული, მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება. ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული ამ ორთვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან მოქალაქეებს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით, სასურსათო პროდუქციით არ ვაჭრობს, შეზღუდვა იხსნება.

„ყველა სავაჭრო ობიექტთან მიმართებით შეზღუდვა იხსნება. ყველა მაღაზია, პატარა თუ დიდი, მოლი თუ რომელიმე სხვა სავაჭრო ობიექტი, რომელიც არ ვაჭრობს დღეის მდგომარეობით სასურსათო პროდუქციით, რომლის საქმიანობაც დაშვებული იყო მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, 22 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩავთვლით, მათ მიეცემათ საშუალება, ფიზიკურად, სარეალიზაციაო სივრცეშიც აწარმოონ ვაჭრობა, ოღონდ წესების დაცვით, რომელიც მანამდე იყო დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს