სოზარ სუბარი - მაქსიმ შევჩენკო არის ადამიანი, რომელიც ყველა ბლოგში, ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის ომი იყო არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული პუტინის მხრიდან

მაქსიმ შევჩენკო არის ადამიანი, რომელიც ყველა ბლოგში, ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის ომი იყო არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული პუტინის მხრიდან, დანაშაული რუსეთის მხრიდან,- ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა რუსი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

სუბარის თქმით, შევჩენკო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს არის ჟურნალისტი, რომელიც რუს ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს შორის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგეა. ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ მოუსმენთ, ყველა ბლოგში, ინტერვიუში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, რომ ცხინვალი და სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს, რომ 2008 წლის ომი იყო არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული პუტინის მხრიდან, დანაშაული რუსეთის მხრიდან. მისი ბევრი შეხედულება შეიძლება პირადად ჩემთვის და ჩვენთვის მიუღებელი იყოს, როცა ის ლაპარაკობს ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში მისი პოზიცია, ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში, არის ძალიან მკაფიო, ცხადი და აშკარა. მისი ანტიპუტინური პოზიცია არის მკაფიო. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ასეთი მხარდამჭერი ცოტა გვყავს, მე მგონი კარგია, თუ ამ პოზიციას გააგრძელებენ", - განაცხადა სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა