მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

როგორც მან სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რეგიონში პირველად, თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია მიიღო, გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში დაარსდა „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

შემუშავდა ტრენინგ-კურსი Covid-19 და გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები, რომლებიც კოვიდის მართვის პროცესში, როგორც მოხალისეები უკვე ჩაერთნენ.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 2020 წლის გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობასაც. როგორც მან აღნიშნა, 70 000-მდე აპლიკანტმა სრულიად უსაფრთხო გარემოში შეძლო გამოცდაზე გასვლა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

მეცნიერებაზე საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის წელს ყველაზე უფრო ცხადად გამოჩნდა. მისი თქმით, საქართველოში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად ჩაერთნენ COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაწყებულია მუშაობა ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, სადაც ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო