დროებითი ნაგებობის-ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის სამართალდამრღვევებს ჯარიმა-საურავები რიგ შემთხვევებში ჩამოეწერება

დროებითი შენობა-ნაგებობის - ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის სამართალდამრღვევებს ჯარიმა-საურავები რიგ შემთხვევებში ჩამოეწერებათ. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, ის პირები რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებისათვის, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იგი თავისუფლდება ამ კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დროებითი შენობა-ნაგებობის გამოყენება შესაძლებელია მაქსიმუმ 1 წლით. ამ ვადის გასვლამდე კი შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია თავიდან მიმართოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს და თავიდან მიიღოს შენობა-ნაგებობის გამოყენების უფლება ისევ არაუმეტეს 1 წლის ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უფლების მიღების გარეშე საქმიანობის კვლავ გაგრძელება სამშენებლო სამართალდარღვევად ითვლება, თუმცა პანდემიის გამო შესაბამისი პირების მხრიდან ვადების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ამიტომ გამონაკლისის სახით, მიზანშეწონილია, რომ ამ პირების მიმართ განხორციელდეს ერთჯერადი აქტი სახელმწიფოს მხრიდან ამ ჯარიმების პატიების კუთხით.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად