სალომე სამადაშვილი - თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება.

ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შეწყვეტაზე, არ მივაღწევთ შეთანხმებას საარჩევნო გარემოს სრულიად შეცვლის თაობაზე, არ მივიღებთ დაპირებას საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაზე, თუ ადგილობრივ არჩევნებამდე არაფერი მოხდება, რეალობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით იქნება ისე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება, ესაა ჩემი პერსონალური მოსაზრება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ მმართველი გუნდი შეთანხმებაზე არ წავა, საზოგადოებას ეტყვის, რომ სამართლიანი არჩევნები მხოლოდ ერთხელ კი არ წაართვა მათ, არამედ ასეთი საარჩევნო გარემოს აღდგენას აღარც აპირებს.

„თუ „ქართული ოცნება“ არ მოდის შეთანხმებაზე და არ თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ქვეყანაში სასამართლო სისტემა აღარ გამოიყენება პოლიტიკური ამოცანებისთვის, რომ ქვეყანაში იქნება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი ფორმირების პრინციპები და საერთოდ ახალი თამაშის წესები, რაც შეეხება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, ნორმალური პოლიტიკური პროცესი კი არის არჩევნები, მაშინ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მხოლოდ ერთხელ, 31 ოქტომბერს კი არ წაართვა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, არამედ აღარც აპირებს, რომ აღადგინოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო ქვეყანაში და მაშინ ცხადია, რომ ოპოზიციის წინაშე იქნება საკითხი, რატომ უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა