ნიკა მელია - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს.

როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი.

"არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე - ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა, მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არის ჩემი ენერგიის წყარო, ვიცი რა, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი, რაც მთავარია მორალურად მართალი, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მე ახლა მინდოდა მეთქვა თქვენთვის,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ამასთან, პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს