MAN TGX 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა

MAN TGX 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომობილად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თეგეტა" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ITOY (წლის საუკეთესო საუკეთესო სატვირთო მანქანა) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა კომერციული ტრანსპორტის სექტორში. მათივე ცნობით, ვირტუალური ცერემონიის დროს, ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიქო გრიფინმა პრიზი საზეიმოდ გადასცა MAN Truck & Bus-ს გენერალურ დირექტორს, ანდრეას თოსთმანს.

„ITOY-ს ჟიური 24 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც ევროპის 24 წამყვან ჟურნალს წარმოადგენენ სატვირთო ავტომობილების დარგში. ჟიურიმ ერთხმად აღიარა ახალი MAN TGX, როგორც განსაკუთრებულად ნოვატორული სატვირთო მანქანა მართვის კომფორტის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების, უსაფრთხოების, საწვავის ეკონომიურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსებადობის, ინოვაციური სერვისებისა და მართვის სისტემის კონტროლის ფილოსოფიის თვალსაზრისით“, - აცხადებენ „თეგეტაში“.

„ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიც არის “წლის საუკეთესო სატვირთო მანქანა“ MAN-ს მთელი კოლექტივის მიერ გაწეული უდიდესი შრომის და ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა. ხუთ წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფოდა: შეგვექმნა საუკეთესო სატვირთო მანქანა მძღოლებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს საპატიო ჯილდო კი უბრალოდ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია",- განაცხადა MAN Truck & Bus-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრეას თოსთმანმა ჯილდოს გადაცემის ვირტუალურ ცერემონიაზე.

“მძღოლის კომფორტის, საწვავის ხარჯის ეფექტურობის, მობილურ აქსესუარებთან თავსებადობის და ადამიანსა და მანქანას შორის ინტერფეისის კუთხით MAN TGX წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. ამიტომ, სულაც არ არის გასაოცარი, რომ ახალი მოდელი MAN 2021 წლის საუკეთესო სატვირთო ავტომანქანად დასახელდა. ეს არის მომავლის მანქანა, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი და ხვალინდელი დღის სატრანსპორტო საჭიროებებსაც”, - განაცხადა ITOY-ს პრეზიდენტმა ჯანენრიკო გრიფინმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე ჟიურის წევრების ვერდიქტის შეფასებისას.

ცნობისთვის, MAN Truck and Bus SE-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაარსდა 2006 წელს და სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა