ნიკა მელია - სანერვიულო არაფერი მაქვს, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ თავად - თავის დახრას არ ვაპირებ!

ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, რა მოსატანია შიში, როდესაც მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ივანიშვილი.

„ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტაციავ, მართლაც თუკი სადმე, ოდესმე სანერვიულო არაფერი არ მქონია სწორედ ახლა არ მაქვს იმიტომ, რომ ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც არის, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და მის ხელმძღვანელ პირებს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში, მოსკოვში. ვიმეორებ, პატივია და ყველა ნორმალური ადამიანი კი არ ღელავს, სიამაყით ევსება გული და ამ ყველაფერს ვგრძნობ ახლა მე. მე სანერვიულო არაფერი მაქვს. ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ თავად. ამის შემდეგ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცხადდება. თავის დახრას არ ვაპირებ! არ ვაპირებ! ღმერთმა დამიფაროს, შევადარო თავი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 9 აპრილს თავი არ დაუხარეს ორლესულ ნიჩბებს, მაგრამ სიცოცხლე დათმეს და შედეგად ჩვენ ყველა აქ ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ივანიშვილი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. უზომოდ დიდი ხარისხის სოლიდარობას ვგრძნობ, ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ღირს ცხოვრება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს გავრილოვების გარეშე! საქართველოში ვერასდროს წაშლიან ჟიული შარტავას ხსოვნას, ზვიად გამსახურდიასი, მერაბ კოსტავასი, საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნის სიყვარულისთვის“, - განაცხადა მელიამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ტაში მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს