გიგი უგულავა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით, არც ნიკა მელია და არცერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება

ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა მელია და არცერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელი დღე ნიკა მელიას დასასრული არაა და ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება.

„დღე მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს ჰედლაინად ჰქონდათ გამოტანილი „ნიკა მელიას დასასრული“. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, დაპირისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც საქართველოს რეგიონის ქვეყნებისგან გამოარჩევს, არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხია სიტყვები ფსალმუნიდან: "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ". მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა და არც სხვა ჩვენგანი მათ არ დანებდება, ჩვენ ვიქნებით მტკიცე, გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას იმიტომ, რომ ჩვენს მხარესაა სამართლიანობა. მათ ხელშია სამართალი, ჩვენსკენაა სამართლიანობის განცდა. სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით სანამ სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთსაა აცდენილი. ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს, ამ მონა მოსამართლის სამართალს, შარიკოვი შოთაძის სამართალს, არ მივიღებთ ივანიშვილის სამართალს. ეს ყველამ და პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, არ იცის და გავაგებინებთ. ვიქნებით მშვიდი და მტკიცე, როგორც არასდროს“,-აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს